ცენტრის შესახებ

ვინაიდან ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების სია ძალიან დიდია მოკლედ გეტყვით ჩვენი საქმიანობის შესახებ.

წიგნის ხელოვნების ცენტრი ქართველი ილუსტრატორებისა და წიგნის დიზაინერების მიერ 2012 ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება წიგნის ხელოვნების, წიგნის მხატვრობის და წიგნის დიზაინის განვითარებას

2014 წელს თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და dvv International-ის (სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია) ხელშეწყობით შეიქმნა სტუდია, რომელშიც დაახლოებით 20 ახალგაზრდა ილუსტრატორი და წიგნის დიზაინერი მუშაობს.

53b42d00de06c

ცენტრის საგამომცემლო პროგრამის, 2010 წელს დაარსებული ვირტუალური გამომცემლობავირგამის”, ფარგლებში შეიქმნა 50-ზე მეტი ორიგინალური ილუსტრირებული წიგნი, რომელთაგან ათი საქართველოში გამოიცა.

ქართული საბავშვო ილუსტრირებული წიგნების საავტორო უფლებები პირველად გაიყიდა საზაღვარგარეთ. (2014 წელს ბრაზილიაში გამოიცა სოფო კირთაძის „ზოლემია“ და ეკა ტაბიაშვილის „ობობას საათი“).

526402da83ddc          39

წიგნის ხელოვნების ცენტრი  ახორციელებს საკუთარ  საგანმანათლებლო  პროგრამას  ახალგაზრდა დიზაინერებისა და  ილუსტრატორებისათვის,  რეგულარულად მართავს  საზაფხულო და ზამთრის  სკოლებს, ვორკშოპებს, მასტერკლასებს, სემინარებს, შეხვედრებს ხელოვანებთან, წამყვანი უცხოელი პედაგოგებისა და ხელოვანების მონაწილეობით.

(c) Victor Corwic

(c) Victor Corwic

2014 წელს ცენტრმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  სპეციალური დაფინანსებით, საფუძველი ჩაუყარა საბავშვო წიგნისა და  ილუსტრაციის მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალს „თბილისის  წიგნის დღეები“

ფესტივალის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაიმართა  საერთაშორისო ილუსტრირებული წიგნის გამოფენა, რომელიც  საფუძვლად დაედო სურათებიანი წიგნის საერთაშორისო  ბიბლიოთეკას (picture book library) იგი საჯარო  ბიბლიოთეკის ფუნქციასთან ერთად კვლევითი, საინფორმაციო,  სასწავლო და კულტურული ცენტრის როლს შეასრულებს.

ვიმედოვნებთ, რომ სექტემბერში ყველას გვექნება სურათებიანი წიგნის საერთაშორისო ბიბლიოთეკა, სადაც საბავშვო-შემეცნებითი ბევრი ღონისძიება გაიმართება, რითაც ხელს შევუწყობთ კულტურულ, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო პროცესებს, ხარისხიანი საბავშვო წიგნების გავრცელებითა და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებში.

Leave a comment